ირაკლი კობახიძე შალვა შავგულიძის განცხადებაზე - როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს,  ადვილად მიდის ეს ყველაფერი

როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს, ადვილად მიდის ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შალვა შავგულიძის მიერ გაკეთბულ განცხადებას. როგორც ირაკლი კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შალვა შავგულიძემ მორალური ზღვარი დაკარგა.

"როდესაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატს უჭირს ამ შეფასების გაკეთება და იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ერთხელ გადალახავ მორალურ ზღვარს, მერე როგორც ჩანს ადვილად მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ არ უნდა გადაკვეთო მორალური ზღვარი, სამწუხაროდ ეს გააკეთა შალვა შავგულიძემ და დანარჩენი ამის გაგრძელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არ ის პოლიტპატიმარი, - ასე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას საარჩევნო ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, შავგულიძე პასუხობს, რომ ეს შედეგი „ქართული ოცნების" არასამართლებრივმა ქმედებამ განაპირობა, რაც შემდგომ ევროსასამართლომ დაადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი