დიმიტრი ცქიტიშვილი დავით გარეჯზე - როდესაც მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება

როდესაც არის პროვოკაციები და მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განუცხადა.

პარლამენტის წევრის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ იგულისხმებოდა საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ იმ “სხვა ძალაში“, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს. ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონსენსუსი შედგება.

“მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ მშვიდ გარემოში განაგრძოს მუშაობა. კომისიამ უნდა დაასრულოს საკითხები. ის ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ჩვენს ინტერესშია. ზედმეტმა ემოციებმა პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება საპირისპირო მხრიდანაც გამოიწვიოს ემოციური ტალღა. ეს არ არის სასარგებლო არც ორმხრივი ურთიერთობისთვის, არც პრობლემის გადასაწყვეტად, არც საბოლოო პოზიტიური შედეგის დასადგომად. ყველას მოვუწოდებ ემოციებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა