აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.პლენარულ სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

ბობოხიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრების ზვიად ძიძიგურის, დავით მათიკაშვილისა და კარლო კოპალიანის განცხადებებს. ამის შემდეგ, ბობოხიძემ კარლო კოპალიანს შეახსენა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მან უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებთან ერთად დააკოპლექტა, რასაც თავად კოპალიანის გაღიზიანება მოჰყვა.

„ფანტომის ეფექტი მედიცინაში ცნობილია, როდესაც ადამიანი კიდევ გრძნობს მოკვეთილ კიდურს და აწუხებს. სამწუხაროდ, ფანტომის დონეზეც კი არ შეგრჩათ ნამუსი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს კიდური არასდროს გქონიათ. სხვა ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როდესაც ვუსმენ ბატონ ძიძიგურს, მათიკაშვილს, კარლო კოპალიანს. ბატონო ზვიად, როდესაც საუბრობთ ზუგდიდში დაძაბულობაზე, ამ დაძაბულობის ინიციატორი თქვენ ხომ არ იყავით? როდესაც ლაპარაკობთ, რომ მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქნებ თქვენი პარტიის როლი არჩევნებზე სიტუაციის დაძაბვაში კარგად დაინახოთ. როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე და შემდეგ კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შავგულიძემო, ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. იქიდან თქვენ გვლანძღავთ, აქედან ჩვენ გლანძღავთ, რომელი უფრო უარესია და ამ დროს საქართველო იჭყლიტება. ბატონო კარლო, თქვენ ის ხალხი არ ხართ, ვინც წინა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ანუ თქვენ ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა შეგეძლოთ და შალვა შავგულიძეს არ აქვს ამის უფლება? წინა პარლამენტში, როდესაც დაშლის პირზე მიხვედით, უმრავლესობა გააკეთეთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად,“ - მიმართა აკაკი ბობოხიძემ კარლო კოპალიანს.

ბობოხიძის ამ განცხადებებს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. თავის მხრივ, კოპალიანმა ბობოხიძეს მიმართა, რომ ის თავად არის „პრასტიტუტკა“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, რომელსაც პლენარული სხდომა მიჰყავს, დეპუტატებს სიმშვიდისა და ეთიკურად საუბრისკენ მოუწოდა.

ამ ინციდენტის შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ სხდომათა დარბაზი დატოვა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს