ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე ინციდენტი მოხდა

ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა. აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადავო ტერიტორიაზე გადასვლის და სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა, რისი საშუალებაც ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს და ამას აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც დგანან.

ინციდენტი სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა