ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ევროპელ კოლეგებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე „ევროპის მწვანეთა პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მათი წარმატება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად კი, გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, აღნიშნული გააძლიერებს და დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუციებსა და სტრუქტურებში.

„საქართველოს მწვანეთა პარტიის“ სახელით, „ევროპის მწვანეთა პარტიას“, ჩვენ მეგობრებს ევროპის პარლამენტის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას ვულოცავ. ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც მათ მიაღწიეს ევროპის საპარლამენტო არჩევნებში. „საქართველოს მწვანეთა პარტია“ მრავალი წელია „ევროპის მწვანეთა პარტიის“ მმართველი საბჭოს წევრია და ჩვენ პარტიას კომიტეტის წევრიც ჰყავდა წარდგენილი. ჩვენ ასევე უახლოეს არჩევნებში კვლავაც ვაპირებთ პარტიის წევრის წარდგენას, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო გავაძლიეროთ ურთიერთობა ევროპის პარლამენტთან.

საპარლამენტო არჩევნებში „ევროპის მწვანეთა პარტიის“ წარმატება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას და დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუციებსა და სტრუქტურებში“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს