ლევან კობერიძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე - ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა

ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის ზელენსკისთვისაც, - ასე აფასებს პარლამენტისდამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ახალ პრეზიდენტის მიერ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვება.

"ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ",-აცხადებს კობერიძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ადგილი უკვე განუსაზღვრა.

"მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობის გონებაშიც და სამართლებრივადაც არის მკაფიოდ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები წაყენებული და თუკი ის საქართველოში მოხვდება, ის ქმედებები იქნება განხორციელებული, რაც არის სამართლებრივ ჩარჩოში",-აცხადებს ლევან კობერიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა