მიხეილ სააკაშვილი - ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს

ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტს, ზელენსკის და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან „კურიერთან“ საუბრისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას მოქალაქეობა უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ივანიშვილს ქვეყანას ხელიდან გამოსტაცებს“.

„ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ მიშვებს დროებით. ესეც ძალიან მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისევე დამარცხდება ის, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა