ვიტალი ბალა - უკრაინაში სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა არასწორი იქნებოდა, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ

მე ვფიქრობ, რომ დღეს სააკაშვილის რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი არ დგას და ჩემი აზრით, ეს არასწორი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ზელენსკისთვის, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა ვიტალი ბალამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ თუ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი შექმნის რაიმე სახის საკონსულტაციო საბჭოს, რომელშიც შევიდოდნენ ცნობილი ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ეს მისთვის პლუსი იქნებოდა. თუმცა მისთვის რეაიმე სხვა თანამდებობის მიცემა, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მხარს უჭერენ და ასევე, რომლებიც არ უჭერენ და სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძლება კრიტიკის საფუძველი გახდეს. თუმცა ჩვენთან ახლა ირაციონალურ ქმედებებს აქვს ადგილი და ზოგჯერ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რატომ იკავებს რაიმე თანამდებობას კონკრეტული ადამიანი. ანუ ამ მხრივ სისტემურობას ვერ ვხედავ. თუმცა აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი რაიმე თანამდებობაზე მოგვევლინოს“, - განაცხადა ბალამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა