საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მისალოც წერილში მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„აზერბაიჯანელმა ხალხმა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე მრავალი სირთულე გადალახა და დღეს აზერბაიჯანი აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული.

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღესაც ჩვენ, ერთად ვესწრაფვით, განვამტკიცოთ და განვავითაროთ მეგობრული კავშირები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენი ერების შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში.

ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო“, - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა