უკრაინის გენპროკურორი - მიხეილ სააკაშვილი მოღალატეა

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად უკრაინის მოღალატედ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, როდესაც უპასუხა „ერ-ბე-კა-უკრაინას“ რედაქტორის კითხვას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ: რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა? „არა, ის მოღალატეა“, - უპასუხა ჟურნალისტს ლუცენკომ.

სააგენტო „უნიანის“ თანახმად, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის ინკრიმინირებული, მათ შორის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში