ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის  ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

დღეს ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის (EWG) სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აცნობეს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აშშ-ს მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე პიტერ ჰაასი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და აშშ-ის მილენიუმის კორპორაციის კონსორციუმის ვიცე პრეზიდენტი ჯონათან ბრუკსი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და პროფესიული განათლების სფეროებში. შეხვედრის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ თითოეული მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. მათ შორის საუბარი შეეხება საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მხარდაჭერას, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს