მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს გეგმავს ჩასვლას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

გუშინ მას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა.

როგორც სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მას მოქალაქეობა უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო