„ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე“ სემინარი ჩატარდა

ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, „ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე“ ორდღიანი სემინარი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების, საფრანგეთისა და ავსტრიის ტრანსპორტის სამინისტროების ექსპერტების მიერ, საბაგირო გზების სპეციალისტებისთვის მოხდა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება საბაგირო მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინსპექტირების შესახებ.

სემინარში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სტრუქტურის 84 წარმომადგენელმა, კერძოდ: მთის კურორტების განვითარების კომპანიის 72 თანამშრომელმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

„სემინარის თანაორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“.

სემინარი გახსნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გამცემლიძემ, ხოლო მოწვეული სპიკერები/ექსპერტები იყვნენ: იორგ შრეტნერი ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეტან რიუ საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახურის (STRMTG) საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი, დამიენ მუნიე საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს მართვადი ტრანსპორტისა და საბაგირო გზების ტექნიკური სამსახური (STRMTG) საბაგიროების სპეციალისტი“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს