სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზება სასტუმროს გახსნის მიზნით განიხილება. ამასთან, საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება.

რაც შეეხება ყოფილ სანატორიუმებს და მათ საპრივატიზებო ღირებულებას, 2018 წლის შეფასებების მიხედვით, სანატორიუმ „იმერეთის“, საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატი „სავანე“ - 2 058 000 , სტალინის აგარაკი, სანატორიუმი „წყალტუბო“- 8 457 000 ლარი , სანატორიუმი „ფილიალი“ - 1 969 100 ლარი , სანატორიუმი „მეგობრობა“ - 5 232 300 ლარი.

ამასთან, როგორს სააგენტოში „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავენ, გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება, შესაბამისად, შესაძლოა, საპრივატიზებო ღირებულება მცირედით შეიცვალოს ან უცვლელი დარჩეს.

საპრივატიზაციო ობიექტების დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს