კახეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი პანელის-,,კახეთის რეგიონი ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“-მოდერატორია. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა