მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, განათლების სფეროში განხორციელებულ პირველ პილოტირებულ პროექტებს აშშ-ში  წარადგენენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სფეროში განხორციელებულ პირველ პილოტირებულ პროექტებს აშშ-ში წარადგენენ. ამის შესახებ მინისტრმა “ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” “გლობალური სტარტაპ ფონდის” ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქართული მხარე აშშ-ს სილიკონ ველის ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს გამართავს და საქართველოში საერთაშორისო მხარდაჭერით დაბრუნდება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური ცოდნის დანერგვას დაიწყებს.

„ჩვენც გვაქვს იდეა, რომელიც გულისხმობს სწორედ განათლების სფეროში მაქსიმალურად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემოტანას. ეს იგულისხმება როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით კონკრეტულ სკოლაში და საუნივერსიტეტო პროგრამაზე, თუ ჩვენ როგორ ვხედავთ მომავალ განათლებას, რადგან იცით, რომ რეფორმამ საქართველოში უნდა მოგვიტანოს მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება. ამიტომ ჩვენ სამინისტროში, იგივე ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად დავასრულეთ განათლების რეფორმაზე მუშაობის ერთი ეტაპი, რომელიც სწორედ ხვალინდელ განათლებაზეა ორიენტირებული.

შემდეგ კვირას ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან ახალი ქართული განათლების პირველი პილოტირებული პროექტები აშშ-ში იქნება წარდგენილი. დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იგივე აშშ-ს სილიკონ ველზე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და ვფიქრობთ, რომ 1 კვირის შემდეგ, უკვე საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში დავბრუნდებით და შემოდგომაზე დავიწყებთ ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების დანერგვას ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში”,- აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ