ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი - უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება კანონიერია, თუმცა გამორიცხული არ არის სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნას

ადვოკატ ნიკოლაი პოლოზოვის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება კანონიერია, თუმცა გამორიცხული არ არის მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ იურიდიული პრობლემები შეექმნას. უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ადვოკატ ნიკოლაი პოლოზოვის კომენტარს ავრცელებს. პოლოზოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება სრულიად კანონიერია, თუმცა არ არის გამორიცხული სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ შეექმნას იურიდიული პრობლემები, რადგან უცნობია დახურულია თუ არა მის წინააღმდეგ ადრე აღძრული საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე. თეორიულად შესაძლოა ამ ძველი საქმეების გამო სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნაც განხორციელდეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეში აშკარაა.

ადვოკატი სააკაშვილს ურჩევს ამ შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად დროულად უზრუნველყოს იურიდიული დაცვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო