კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 - ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები უკვე განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნებიც დამონტაჟდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა