საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ლევან ვეფხვაძე დაიკავებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერტპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღემდე ლევან ვეფხვაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: ის 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; 2017 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 -2018 წ.წ. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი; 2008 – 2012 წ.წ. საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 – 2007 წ.წ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია ტელეკომპანიაში „იმედი“.

ლევან ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი) და დიდ ბრიტანეთში - სტრატკლაიდის ბიზნეს სკოლა, გლაზგოს უნივერსიტეტი - გლობალური ენერგომენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2014 – 2015) და ამავე უნივერსიტეტის რაოდენობრივი ფინანსების სამაგისტრო პროგრამა (2015 – 2016).

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ლევან ვეფხვაძეს ახალ თანამდებობაზე და ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად განაგრძობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს