თემაზე - "გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

30 მაისს, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრას გამართავს თემაზე - ,,გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს, შეხვედრას ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე, ირინა აბულაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - თამარ ჩუგოშვილი, ჯეფრი რენო - აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ-ის საელჩო; ჯენერ ედელმანი - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით მსჯელობა შეეხება ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში გენდერული თანასწორობის როლს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიღწევებს, გამოწვევებსა და გამოცდილებას გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის კუთხით.

„გენდერული უთანასწორობა ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებელის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპაქტის ყველა პროგრამაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს (გრანტი) ახორციელებს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, რაც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და სიღარიბის დაძლევას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს