ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან

გერმანია და საფრანგეთი ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ არჩევნების შედეგებისა და ხელმძღვანელი პირების კანდიდატურების განსახილველად.

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სურს, რომ ევროკომისიის შემდეგი პრეზიდენტი გახდეს მემარჯვენე-ცენტრისტი მანფრედ ვებერი. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კი არც უხსენებია ვებერი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობის დაკავების პრეტენდენტი. 2014 წელს მემარჯვენე ცენტრისტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ადვილად დაიკავა თავისი თანამდებობა, რადგან მაშინ ევროპის სახალხო პარტიამ ფაქტობრივად მოიგო არჩევნები.

წელს გერმანელი მანფრედ ვებერისთვის სიტუაცია უფრო რთულია, რადგან ცენტრისტებმა პოზიციები ცოტა დათმეს. მოლაპარაკებების შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ ის ვებერს უჭერს მხარს, თუმცა სხვებს საკუთარი კანდიდატურები ჰყავთ, რაც ბუნებრივია. მაკრონის სავარაუდო სამკაციან სიაში კი ვებერი ვერ მოხვდა. ვებერის გარდა სახელდება მიშელ ბარნიე (ფრანგი, „ბრექსიტის“ მთავარი მომლაპარაკებელი), დანიელი ლიბერალი მარგარეტ ვესტაგერი და ჰოლანდიელი მემარცხენე-ცენტრისტი ფრანს ტიმერმანსი.

ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო