ქუთაისში ჟურნალისტებმა „რუსთავი 2“-ის გუნდზე მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს

„ვგმობთ ძალადობას", „უარი შერჩევით სამართალს", - ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გუნდზე მომხდარი ძალადობა დაგმეს. მათი თქმით, ჟურნალისტები ხალხის სამსახურში არიან და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია.

„ვაპროტესტებთ ძალადობას და ხელისშეშლას ჟურნალისტურ საქმიანობაში. გვინდა, დღევანდელი აქცია იყოს გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ჟურნალისტები არიან მათ სამსახურში და არა ძალადობის ობიექტები. ეს შეიძლება იმითაც არის განპირობებული, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა არის დასჯადი და ესეც იყო აქციის ერთ-ერთი გზავნილი", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„რუსთვი 2“-ის გადამღებ ჯგუფს წყალტუბოში თავს 23 მაისს დაესხნენ. დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა