მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება. პარლამენტმა 86 ხმით, ეთხმად დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ რამდენიმე ახალი სანქციის დამატების ინიციატივა.

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო 50 ლარიანი ჯარიმა სატრანპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებაზე, თუმცა განხილვის პროცესში ამდაგვარი ჯარიმის შემოღებაზე გადაწყვეტილება შეიცვალა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა