ბუნებრივი აირის მოხმარება-გამოყენებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება

თბილისის ყველა უბანში ბუნებრივი აირის მოხმარება-გამოყენებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელს მივაწოდოთ და შევუქმნათ კომუნალური მომსახურებით სარგებლობის უსაფრთხო გარემო და მომხმარებელს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენოს სწორად არსებული გარემო და სიკეთეები. მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციები და სანქციები ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციას. ვფიქრობ და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ იმაში, რომ ამ ყველაფერს თავის დროზე დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, ამიტომ დიღმის აფეთქების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წამოგვეწყო მასობრივი საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო კამპანია მოიცავს მოსახლეობისათვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას და მასობრივ შეხვედრებს, სადაც განხილული იქნება ყველა ის დეტალი და ნიუანსი, რაც ბუნებრივ აირის უსაფრთხოდ გამოყენებასა და მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნა, ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტი საგანმანათლებლო კამპანიას თბილისიდან დაიწყებს, რომელიც ყველა უბანს მოიცავს და შემდგომში საქართველოს ქალაქებშიც გადაინაცვლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა