პარლამენტი ნდობის ჯგუფი ახალი წესით დაკომპლექტდება

პარლამენტი ნდობის ჯგუფი ახალი წესით დაკომპლექტდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით - 86 ხმით მიიღეს რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნდობის ჯგუფის განახლებული წესით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტში უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან, ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი.

ამასთან, ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს უფლება ექნებათ, ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი მხარდაჭერის მქონე ახალი კანდიდატურა წარადგინონ. მეტი მხარდაჭერის პრინციპი უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე არ გავრცელდება.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც მოქმედი კანონით ხუთი წევრისგან უნდა შედგებოდეს, სადღეისოდ მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი - ესენია: ირაკლი სესიაშვილი და მაჟორიტარ დეპუტატთა კვოტით წარდგენილი არჩილ თალაკვაძე. უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლის გამო ნდობის ჯგუფის წევრობა დაკარგა ეკა ბესელიამ და ასევე, ირაკლი აბესაძემ, რომელიც ნდობის ჯგუფში უმცირესობას წარმოადგენდა, მაგრამ თავად საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. ამასთან, ნდობის ჯგუფში დღემდე ვაკანტურად რჩება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი კვოტა, რადგან დეპუტატთა ეს ჯგუფი საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო