აკაკი ზოიძე - ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირებაზე, წესით, უნდა მიმართოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, ლეგიტიმური და სამართლიანი იქნება, შესაბამისმა უწყებებმა უკრაინას, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.

„ლოგიკური იქნება, რომ ადამიანი რომელიც ძებნილია, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება“, - აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.

მსგავს პოზიციაზეა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ზოიძეც.

მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, პროკურატურა ალბათ კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე. „ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს”, - აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს