30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წელს პირველად ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ, მე-3, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონში გაიშლება და 70-მდე მონაწილესა და ასზე მეტ ღონისძიებას გააერთიანებს.

პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 30 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სფეროს წარმომადგენლები, ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით, საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების შესახებ იმსჯელებენ.

ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეყოლება ფოკუს ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

„თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მე-6, საბავშვო პავილიონში, თიბისი უმასპინძლებს პატარა მკითხველს, ხოლო 1 ივნისს კი თიბისი ახალ თაობას სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება. მე-6 პავილიონში პატარა მკითხველებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის წარმოდგენილი იქნება საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. ამავე პავილიონში პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში კინოსა და თეატრის მსახიობები უმასპინძლებენ, წარადგენენ წიგნებს და გამართავენ საჯარო კითხვას. მე-5 პავილიონში დამთვალიერებელს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების ილუსტრაციებისა და წიგნების გამოფენა - ,, ნახატის ენა“ დახვდება.

2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, 2020 წლის თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის სტატუსს თურქეთი ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას, 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია. პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ წარმდგენია კომპანია „სილქნეტი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა