მალხაზ მაჩალიკაშვილი - თემირლანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პირადად ივანიშვილმა ჩააგდო - მცირეოდენი სიმართლისაც კი შეეშინდათ

საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო პირადად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას შეეშინდა, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებდა.

„მიზეზი მარტივია, „ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი არა, ივანიშვილმა არ დაუჭირა ამას მხარი. „ევროპულ საქართველოს" და „ნაციონალურ მოძრაობას" მადლობას ვუხდი ინიციატივისთვის, მაგრამ ეს ივანიშვილმა დაბლოკა. მათ შეეშინდათ მცირეოდენი სიმართლისაც კი",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხმა მის წინააღმდეგ პარლამენტის სამმა წევრმა მისცა და პროექტი კენჭისყრის ამ შედეგით ჩავარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს