18-20 ივლისს, ბათუმი შავი ზღვის მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

18-20 ივლისს, ბათუმი, შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ემპ ფიდლერი (AMP FIDDLER ft.: Drummer From Detroit (USA)), ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)).

„ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი - ემპ ფიდლერი დაიკავებს, სპეციალური სტუმრით - Drummer From Detroit. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ბილეთები 3 ივნისიდან ონლაინ TKT.GE-ზე გაიყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.

ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, Music Box, The Financial, Marketer, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, STAR FM.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის