Korean Air 30 მაისს სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 30 მაისს, სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია Korean Air სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა.

წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, 30 მაისს შესრულდება. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება.

ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია. კორეის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან