დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიის მთავრობამ განმეორებითი რეფერენდუმის კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც იგი 2021 წლამდე უნდა ჩატარდეს

დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიის მთავრობამ განმეორებითი რეფერენდუმის კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც იგი 2021 წლამდე უნდა ჩატარდეს. თუმცა, რეფერენდუმის ჩატარებას შოტლანდია მხოლოდ ლონდონის თანხმობის შემთხვევაში შეძლებს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოქალაქეები შეძლებენ არჩევანი „ბრექსითსა“ და დამოუკიდებლობას შორის გააკეთონ.

„წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც მიზნად დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წესების დადგენას ისახავს - ყოველივე ეს იმისთვის, რომ შოტლანდიელ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თავად ავარჩიოთ და არა ძალად თავს მოხვეული „ბრექსიტის“ მომავლით ვიცხოვროთ“, - დაწერა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა „ტვიტერზე“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ბრექსიტის“ განხილვისას უესტმინსტერი შოტლანდიას უპატივცემლოდ ეპყრობოდა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შოტლანდიელების უმეტესობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. ორი წლით ადრე შოტლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე კი, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობაზე უარი განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა