თამარ ჟვანია - 31 მაისს გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე

31 მაისს მე ძალიან გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ინტერპელაციის წესი გულისხმობს კონკრეტული კითხვის დასმას და ეს კონკრეტული კითხვა უკვე დასმულია.

„კითხვა შეეხება იმას, თუ რა რეაგირება აქვს ცესკოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე. ამ კითხვაზე ჩვენ ცხადია პასუხი უკვე მომზადებული გვაქვს და 31 მაისს მე პირადად ძალიან გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე და თუკი დამატებითი კითხვები იქნება, მზად ვარ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთე არჩევნების დროს სხვადასხვა სახის დარღვევასთან დაკავშირებით.

„იმ დარღვევების და საჩივრების არსი, რაც დაწერილია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, არც ერთი არ არის ისეთი საარჩევნო დარღვევა, რომელიც რაიმე განსხვავებულ შედეგს ან პროცესს ზიანს მიაყენებდა. ის დარღვევები, რაც საჩივრებში წინა საარჩევნო პერიოდის დროს ფიქსირდება, ძალიან მინიმალურია. პრაქტიკულად, ის არის დისციპლინარულ საკითხებზე და საჩივრების უმრავლესობაც მთლიანობაში ამას ეხებოდა", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ზოგადად არჩევნების დღემ პროცედურული კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე შეძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა