მიხეილ სააკაშვილი - მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის

მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ ახალი უკრაინის ასაშენებლად ჩავიდა და იმის გასაკეთებლად ჩავიდა, რაც ოდესაში არ დასცალდა.

სააკაშვილის თქმით, მას ემოციები ავსებს, რადგან უკრაინის მიწაზეა, სადაც შეგნებული ცხოვრების 12 წელი გაატარა. ოდესის ყოფილი გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის და მას ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი უწოდა.

სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკოსები მოვიდნენ.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი შენებისთვის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს