ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახ. დარბაზში, სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის გახსნას დაესწრნენ და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა საქმიანობის კოორდინატორი გიორგი მადუაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

„სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობენ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციის მუშაობა 64 დარგობრივ სექციაში, შესაბამის ფაკულტეტებსა და დეპარტამენტებში წარიმართება. სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობის პროცესში, თითოეულ სექციაში გამოვლინდება 9 გამარჯვებული სტუდენტი - I, II და III ადგილის მფლობელი - სწავლების სამივე საფეხურის შესაბამისად. კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისი სპეციალურ კრებულში გამოქვეყნდება. მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები, გამარჯვებულები კი შესაბამისი კატეგორიის დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების ინიციატივით, გამარჯვებული სტუდენტები სხვადასხვა სახის ფულადი ჯილდოებით წახალისდებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა“, - აღნიშნულია ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს