გიგა ბოკერია რომან კაკულიას - ქუჩური რომანტიკა თქვენთვის დამითმია, მთლიანად მმართველი გუნდისთვის

ორ კითხვაზე მსურს პასუხი: რა ფუჭდება იმით, თუ არ გადაიწევს განხილვა და ვისი ბრალია, რომ არასწორი გეგმა დაიდო. ეს უნდა გვითხრათ გარკვევით, ზოგადი სადღეგრძელობის გარეშე, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ეს არასწორად გაითვალა, - ამ კითხვით დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიმართა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების ექვსი თვის ვადით გადაწევასთან დაკავშირებით. რაზეც კაკულიამ უპასუხა, რომ ეს ორი კითხვა დღის წესრიგს არ ეხებოდა და მოუწოდა ბოკერიას, დღის წესრიგი არ შეეცვალა.

„როგორ გამიცრუეთ იმედი. არ გაინტერესებთ ვისი ბრალია, რომ პარლამენტს აგდებულად ექცევიან?! ძალიან ცუდი. ახლა ორ კვირაში რომ ისევ შემოიტანონ კიდევ ერთი კანონი და კიდევ ოთხი თვით გაგვიგრძელეთო, თქვენ კითხვა არ გაგიჩნდებათ? თქვენ როგორც პარლამენტის წევრს, პოლიტიკური თავმოყვარეობის ამბავში ეს საკითხი არ შეგაწუხებთ?! ქუჩურ და კაცურ თავმოყვარეობაზე არ ვსაუბრობ“, - მიმართა ბოკერიამ რომან კაკულიას რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ „თუმცა ეგეც საინტერესო იქნებიდა“. რაზეც ბოკერიამ შემდეგი პასუხი დაუბრუნა.

„ვინც მაგრები ხართ ქუჩაში, იმათ ილაპარაკეთ ქუჩაზე, მე არ ვარ. მე პოლიტიკურ თავმოყვარეობაზე ვსაუბრობ მხოლოდ. ეგ რომანტიკა თქვენთვის დამითმია, მმართველი გუნდისთვის მთლიანად, ქუჩური და ქუჩა. მე მხოლოდ პოლიტიკურ თავმოყვარეობაზე მაქვს საუბარი კიდევ, რომ შეცვალონ ვადები, კიდევ გაუგრძელებთ?“- იკითხა გიგა ბოკერიამ, რაზეც კაკულიამ უპასუხა რომ დარბაზში სხვადასხვა სახის „კოკა კოლაა“ წარმოდგენილი და ვინც აღელვებულია, შეუძლია დალიოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო