აშშ-ს სპეცპროკურორი რობერტ მიულერი  თანამდებობას ტოვებს

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირებსა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს იძიებდა, განაცხადა, რომ ოფისს ხურავს, თავად კი თანამდებობას ტოვებს.

ოთხშაბათს მიულერმა პირველად გააკეთა საჯარო კომენტარი გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიულერმა განმარტა, რატომ არ შეიცავდა მისი მოხსენება ტრამპის დადანაშაულებას სამართალდარღვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დაადგინა პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მრავალრიცხოვანი მაგალითები.

მისი თქმით, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს წესები პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას არ უშვებს.

მიულერის განცხადებით, კონსტიტუცია საჭიროებს სხვა პროცესს, ვიდრე ეს მოქმედებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, რათა ოფიციალურად მოხდეს პრეზიდენტის დადანაშაულება დარღვევებში.

მანვე აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ ტრამპის კამპანიის დასადანაშაულებლად რუსეთთან შეთქმულებაში არასაკმარისი მტკიცებულებები გამოავლინა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს