კახეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი პანელის-,,კახეთის რეგიონი ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“-მოდერატორია. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში