გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, მოსკოვის გამზირის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), მეველეს, თრიალეთის, გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, გუდიაშვილის, ვანაძის, ასათიანის, ჯორჯაძის, ლეონიძის, ვასო აბაშიძის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, მანჯგალაძის, განათლების, მთაწმინდის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის და უკლებას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, იასამნის, პეტრე სარაჯიშვილის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზიგზაგის II ქუჩის, ზიგზაგის, ბოგვის, ჟინვალის, გვაზაურის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაინის მცხოვრებლებს. 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაინების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და თანდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს