პენტაგონი - რუსეთი შესაძლოა, ბირთვულ ცდებს ატარებდეს

აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი საიდუმლოდ ატარებს ძალიან პატარა სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოცდებს საერთაშორისო მორატორიუმის დარღვევით. ამის შესახებ პენტაგონის სამხედრო დაზვერვის უფროსმა რობერტ ეშლიმ ბირთვული შეიარღების კონტროლის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს.

ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ მსგავსი მონაცემები აქვთ სხვა სადაზვერვო და ანალიტიკურ სამსახურებსაც.

შეიარაღების კონტროლისა და იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის უფროსმა დირექტორმა პოლიტიკის საკითხებში, ალექსანდრა ბელმა ჟურნალისტებს საგანგებოდ მოუწოდა სიფრთხილისკენ. მან თქვა, რომ ამ ბრალდებებს არ აქვს მტკიცებულებები ოფიციალური პირების ციტატის სახით.

რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვლადიმირ შამანოვმა ეშლის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მან თქვა, რომ „ბირთვული ცდების საიდუმლოდ ჩატარება შეუძლებელია იმ ტექნიკის პირობებში, რომელიც დღეს ამ პროცესს აკონტროლებს“. მან დაძინა, რომ ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმი კლებულობს. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში „უოლ სტრიტ ჯორნელს“ განუცხადა, რომ რუსეთი მთლიანად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მორატორიუმს ბირთვული ბომბების გამოცდაზე.

იხილეთ ვიდეო: პენტაგონი - რუსეთი შესაძლოა, ბირთვულ ცდებს ატარებდეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა