მამუკა ბახტაძე ინვესტორებს კახეთის რეგიონში აქტიურობისკენ მოუწოდებს

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ვფიქრობ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძეს დღეს გამართულ საერთაშორისო ფორუმზე - "კახეთი 2019" განაცხადა.

„2020 წლის ზაფხულამდე დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, მათ დაუბრუნდებათ ის ისტორიული იერსახე, რაც ჰქონდათ. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად იმიტომ, რომ სწორედ კახეთშია ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა. შარშან ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ეს იყო ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ინვესტორებს მინდა მოგიწოდოთ აქტიურობისკენ ამ ულამაზეს კუთხეში“,- აღნიშნა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა