ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე

კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ნაკლები რეგულაცია და დაბალი გადასახადები.

„ყველაზე საგანგაშო, რაც გუშინ მოვისმინეთ, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადება, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. მან დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე და შესაბამისად, ძალიან გააუარესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საბანკო რეგულაციებით კობა გვენეტაძემ უკვე შეზღუდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ახლა ის უფრთხის მონეტარული განაკვეთის გაზრდას, რომ კიდევ არ შეამციროს ეკონომიკური ზრდა. არადა ამ მდგომარებიდან გამოსავალი არის დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაცია. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ლარი აღმოჩნდა,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა