”ნაციონალური მოძრაობა” ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს

”ნაციონალური მოძრაობა” ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.

„ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს. ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებაზე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე: მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს.

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავე დროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?

მთავრობის ამ ავანტიურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. ამ უკანასკნელში შეიძლება დაიწყოს გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო ანაკლიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს გამიზნული, ვიდრე ფოთის პორტის რეალურად განსავითარებლად.

გაცხადებული 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არის იმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის განსაზღვრულ დროსა და განსზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა.

ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლის პროექტის ბლოკირების სახით.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას დაუყოვნებლივ გამოცხადებას პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს