„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან პარლამენტის მიერ დანიშნული 3 არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის დღეს განხილვას ითხოვს

“ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის მიერ დანიშნული სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილვას ითხოვს.

“ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტები მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია და ინიციატორთა მოთხოვნაა, რომ მათი განხილვა სწორედ დღეს მოხდეს.

საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ დასვას, რაზეც სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ თუკი მოესწრება, ეცდებიან განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართოს.

“ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია დადგენილების სამი პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისის სხდომაზე განიხილა.

პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

აღნიშნულია ისიც, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ, ხოლო ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძეს კითხვაც არ დაუსვამთ, თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მათ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

ამასთან, როგორც “ევროპული საქართველო“ განმარტავს, დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" იუსტიციის საბჭოდან 3 არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის განხილვას დღეს ითხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა