ლატვიის ახალი პრეზიდენტი რუსეთს აკრიტიკებს

ლატვიის ახალი პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აპირებს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობა ააწყოს კეთილმეზობლობის და საერთაშორისო ნორმების დაცვის პრინციპებზე. მისი თქმით, რუსეთი ამ ნორმებს არღვევს უკრაინასა და საქართველოში. რუსეთის აგრესიაზე კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებთან ურთიერთობაში არ აპირებს გადაუხვიოს საერთო ევროპულ ხაზს.

მისი თქმით, ლატვიის პოზიცია უფრო ძლიერი იქნება. ლევიტსი მზად არის მოსკოვშიც ჩავიდეს, თუ წინასწარ იქნება სიგნალები, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვება. „თუ დიპლომატიური მუშაობა იქნება საჭირო, ცხადია წავალ, მხოლოდ გასეირნება და საუბარი ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს“, - განაცხადა მან „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო: ლატვიის ახალი პრეზიდენტი რუსეთს აკრიტიკებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა