რომან კაკულია ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ მოვლენებზე - ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა

„ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა,"- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით. კაკულიას შეფასებით, სამინისტროს მხრიდან არასასურველი შეცდომა იქნა დაშვებული, თუმცა მისი თქმით, კარგია, რომ მყისიერი რეაგირება მოხდა.

„ოპოზიციისთვის ისეთი მოცემულობაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა და იმედია, დღის განმავლობაში გამოიყენებენ. რეალობა არის ის, რომ ალბათ, ძალიან არასასურველი შეცდომა იქნა დაშვებული უწყების მხრიდან. თუ რაიმე სხვასთან გვაქვს საქმე, ალბათ, მინისტრი გაერკვევა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. ცხადია, ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ გაზვიადებაც არ შეიძლება. ანაკლიის პორტი არის ცალკე თემა, რომელსაც აქვს ერთადერთი გამოწვევა - კონკურენტუნარიანობა და ამასთან დაკავშირებით, განახლებადი ინფორმაციის მიწოდება ზოგადად ინვესტორებისთვის, რომელთაც არ უნდა შეეპაროთ ეჭვი, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი პროექტი. ეს არის ანაკლიის პორტის მთავარი გამოწვევა და არა მთავრობის მიერ არასაკმარისი ყურადღება. მოდით, გავყოთ ერთმანეთისგან ანაკლიის პორტისადმი დამოკიდებულება და ის არასასიამოვნო ინციდენტი, რომელიც მოხდა ფოთის პორტთან. ფოთის პორტსაც ვერავინ აუკრძალავს განვითარებას, თუმცა კანონიერების ფარგლებში. თავისთავად ცხადია, ანაკლიის პორტის შემთხვევაში იმიტომ გამოიკვეთა სიტყვა - ღრმაწყლოვანი, რომ ეს თავის თავში მოიცავდა იმ უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც იმ ტერიტორიასთან არის დაკავშირებული. ცხადია, ეს არ უნდა დაიკარგოს. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამისათვის. იმედია კონსორციუმიც სათანადოდ შეასრულებს მის წინაშე არსებულ მოთხოვნებს. მოდით, ნუ ავწევთ დიდ აჟიოტაჟს, რომლის საფუძველიც დღეს არ არსებობს,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო