რომან კაკულია ლარის კურსის გაუფასურებაზე - ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი

ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი, - ასე უპასუხა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე ჟურნალისტების კითხვას. კაკულიას აზრით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში უნდა მივიდეს და მსჯელობა გაიმართოს. მისივე თქმით, თუ ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, რაც უპირველესად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან უნდა წამოვიდეს.

„20- პუნქტიანი ცვლილება სხვაა, ვიდრე 10 ან 15- პუნქტიანი. ამიტომ ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი.

მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმატში მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რათა უფრო მეტი სიცხადე შემოვიდეს. დაახლოებით 20 პუნქტით არის ცვლილება და თუ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, რაც ეროვნული ბაკისგან უნდა წამოვიდეს.

ეროვნული ბანკის დაბარების საკითხი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ვხედავთ ინფლაციის გარდაუვალი ცვლილების საშიშროებას. ეს ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის, მაინც სარწმუნო მიმაჩნია ის, რასაც ამბობს ეროვნული ბანკი. ჩემი გამოცდილებაც იმას მეუბნება, რომ დარეგულირებადია ასეთი ცვლილება. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საგანგაშო სხვა სიტყვაა და საყურადღებო - სხვა. პროცესი არის საყურადღებო და არავითარ შემთხვევაში - საგანგაშო," - განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, შედგება თუ არა ამ საკითხზე კობა გვენეტაძის საკომიტეტო მოსმენა, რომან კაკულიამ უპასუხა, რომ ეს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის პრეროგატივაა.

"ამ ეტაპზე მოდით, ეს დავუტოვოთ საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს. მისი პრეროგატივაა. მას ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი ჰყავს და არამგონია, რომ მას რაიმე ელემენტი გამოეპაროს,"- აღნიშნა რომან კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა