ჩუღურეთის რაიონში მრავალშვილიანი დედებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში 50-მდე მრავალშვილიან ოჯახს რიმა ბერაძემ სასურსათო ნობათი გადასცა და მათი საჭიროებები მოისმინა.

„რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა თემატურ ჯგუფს ჩვენ ხშირად ვხვდებით და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. ამჯერად, მრავალშვილიან ოჯახებს ვუმასპინძლეთ. მათი საჭიროებების შესახებ ვისაუბრეთ და ერთად დავსახეთ პრობლემების მოგვარების გზები. ამაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გვეხმარებიან“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

შეხვედრას საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზა“ თავმჯდომარე დავით კინწურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელი ქეთევან ბარათელი და მაჟორიტარის წარმომადგენლობასთან არსებული ჯანდაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, ია ბარბაქაძე , ჩუღურეთის რაიონის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი მრავალშვილიან დედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო