გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კვლევების შედეგად, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.

რაც შეეხება ოზონისა და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერება და ჰაერის დაბინძურების წყაროების დადგენა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო