რომან გოცირიძე ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე - წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას

წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და არ სცოდნოდათ მთავრობაში,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით განუცხადა. მისი ინფორმაციით, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტო ფორმატში დაიბარა.

ამასთან, ოპოზიცია ითხოვს პარლამენტის წინაშე წარსდგეს მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელიც, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. გოცირიძის თქმით, მან უნდა განმარტოს, რატომ შეაწმინდეს ხელი.

"მთავრობამ უკან დაიხია. ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და არ სცოდნოდათ მთავრობაში. მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე. ჯოხი გადატეხეს მასზე. როგორც ამბობენ, არის პროფესიონალი და წესიერი კაცი. კეთილი ინებოს, გამოცხადდეს და პარლამენტს მოახსენოს, რატომ არის „განტევების ვაცად“ გადაქცეული და რატომ შეაწმინდეს მას ხელი. ანაკლიის პროექტის ჩაგდება სწორედ ამ მექანიზმით იყო გათვალისწინებული. ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება. ფოთის ახალ ნავსადგურზე "ქართული ოცნების" ფერებში დაამზადეს სარეკლამო ბანერი, რომელიც პრემიერ-მინისტრს ან ვინმე მაღალჩინოსანს უნდა ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ ფოთში ახალი ნავსადგური შენდება. როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ვიმეორებ, ბატონი კაკაურიძე გამოცხადდეს პარლამენტში. ასევე, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადი შეიტანა და ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში ვიბარებთ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს