დიმიტრი ცქიტიშვილი შს მინისტრის მოადგილეს - კრიმინალური ინსტიტუციები აიძულებს და აშინებს ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ „გარჩევებში“, მათი დაცვის რა მექანიზმებია?

ზოგ შემთხვევაში, ბავშვებში და მოზარდებში ადამიანური საუბრები და გარჩევები რაღაცა ფორმით არსებობს, მაგრამ ყველა ამ საკითხის და საუბრის კრიმინალიზაცია შეიძლება არ იყოს სწორი. როგორ ვახდეთ დიფერენცირებას რა არის კრიმინალური და რა არის ის, რომ უბრალოდ ახალგაზრდებმა იჩხუბეს და იქვე ცდილობენ ერთმანეთში მოგვარდნენ, რაც ბუნებრივია, - ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს მიმართა, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს წარადგენს. კერძოდ, ახალი ინიციატივის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება ე.წ ქუჩური გარჩევა. სასჯელის მინიმალური ზღვარი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური ზომა ორწლიანი პატიმრობა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ე.წ. ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა ყოველთვის ნება-სურვილით არ ხდება და შესაძლოა პირს მოსთხოვონ და შიშის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დათანხმდეს და გახდეს გარჩევის მონაწილე. ცქიტიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში ე.წ. ქუჩური გარჩევის ყველა მონაწილეს თუ ავტომატურად დამნაშავედ ვცნობთ, შესაძლოა „ისეთი ადამიანი გახდეს დამნაშავე, რომელიც არათუ დამნაშავეა, არამედ მსხვერპლი“.

„ამ შეთხვევაში, იქიდან გამომდინარე,რომ კრიმინალური ინსტიტუციები აიძულებს, აშინებს ან ავალდებულებს, რომ მიიღოს მონაწილეობა ქუჩურ გარჩევებში ამ ადამიანების დაცვის რა მექანიზმები გვაქვს? ზოგჯერ შეიძლება ინსტიტუციის ნდობა არ არის მაღალი, შესაძლოა, ადამიანი ვერ ენდოს სახელმწიფო ინსტიტუციას და მოექცეს იმ სისტემაში, რომელიც საბოლოო ჯამში მას მსხვერპლადაც აქცევს. შესაძლოა, ამ კანონის შემთხვევაში პირი ორმაგი მსხვერპლი აღმოჩნდეს, რადგან ჩვენ ის სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილე გავხადოთ“,-აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო